სადამრიგებლო პროგრამა

სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წელი XII ბ კლასის დამრიგებელი: ლალი გამეზარდაშვილი ჩემი სადამრიგებლო პროგრამა მოვარგე მოსწავლეთა საჭიროებებს და ჩავრთე ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას. სადამრიგებლო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა - პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება, სადამრიგებლო საათი მოიცავს დისკუსიებს, პრეზენტაციებს, დისპუტს, გამოკითხვას, ტესტირებას და კვლევას. მუშაობის ფორმებია - ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში. ასევე დავგეგმე სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვიდეო, დოკუმენტური და მხატვრული მასალების გამოყენება. ჩემი მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს მომავლის სწორად დაგეგმვაში, ინტერესის სფეროს გამოვლენაში, რაც გაუადვილებს სამომავლოდ პროფესიის არჩევასა და მიზნების სწორად ჩამოყალიბებას. ჩემს გეგმაში ჩართული იქნებიან - მასწავლებლები, დირექცია და ნებისმიერი პროფესიის პიროვნება, რომელიც გაგვიწევს კონსულტაციას, მითითებას და თანამშრომლობას საჭირო საკითხთან დაკავშირებით. კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. კლასის დამრიგებლის მოვალეობები დამრიგებელს ევალება: 1. მოსწავლისა და მის მშობელის/კანონიერ წარმომადგენლისათვის (შემდგომში მშობელი) მათი უფლებების და მოვალეობებსი (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.) გაცნობა; 2. სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“ საჭიროებისამებრ (კვირაში მინიმუმ ერთხელ) ჩატარება; 3. მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში; 4. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში; 5. მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება; 6. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ; 7. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; 8. ასევე ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ა) დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი). ბ) თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი, აცნობოს სკოლის დირექციას და საკითხთან დაკავშირებით შეასრულოს მისი ვალდებულებები; გ) დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:  მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.  მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშანები საშუალოზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე (ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა. დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ. დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს: 1. აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა; 2. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა; 3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ- ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას; 4. თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. 5. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათინიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა. 6. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალეა უნდა მისცეს მათ მიიღონ მონაწილეობა აქტიოვებების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგავრებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა. დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან, თეატრებთან) ურთიერთობის დამყარებას. • სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს. • დამრიგებელი ვალდებულია კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები, მოსწავლეებისათვის შეხვედრების მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთა და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან. • კლასის დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას. სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი; 2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება - გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს და ბუნების მოფრთხილება; 3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, 4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები; 5. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა. 6. მეწარმეობის უნარის განვითარება - ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება. სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს. დამრიგებელი ვალდებულია კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები; მოსწავლეებისათვის შეხვედრების მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან. კლასის დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას. სადამრიგებლო გეგმა: # დაგეგმილი აქტივობა შესრულების დრო 1 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე; სემესტრის დასაწყისში 2 მოსწავლეთა გამოცხადებისა და დაგვიანების ყოველდღიური აღრიცხვა; მთელი წლის განმავლობაში 3 შეხვედრები მშობლებთან (საჭიროებისამებრ); მთელი წლის განმავლობაში 4 სადამრიგებლო საათი ,, სასკოლო შფოთვა, როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის’’; სექტემბერი 5 სადამრიგებლო საათი ,, ჩემი მიზანი’’ სექტემბერი 6 სადამრიგებლო საათი ,, ჩემი მომავალი პროფესია’’ ოქტომბერი 7 სადამრიგებლო საათი „თვითგანვითარება“ ოქტომბერი 8 სადამრიგებლო საათი ,, სიყვარული’’ ოქტომბერი 9 სადამრიგებლო საათი ,, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ოქტომბერი 10 სადამრიგებლო საათი ,, რატომ ხდება კონფლიქტები?’’ ნოემბერი 11 სადამრიგებლო საათი ,,რა არის გენდერული როლები?’’ ნოემბერი 12 სადამრიგებლო საათი „ხასიათის სიმტკიცე’’ ნოემბერი 13 სადამრიგებლო საათი (გაგრძელება) „სასკოლო შფოთვა, როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის’’ ნოემბერი 14 სადამრიგებლო საათი „იყავით ის, რაც ხართ“ დეკემბერი 15 სადამრიგებლო საათი ,, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ? დეკემბერი 16 სადამრიგებლო საათი „ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე“ დეკემბერი 17 კლასის საათი პირველი სემესტრის შედეგების განხილვა იანვარი 18 სადამრიგებლო საათი „ჩვენი უფლება-მოვალეობები“ იანვარი 19 ექსკურსია ხელოვნების მუზეუმში თებერვალი 20 სადამრიგებლო საათი ,, არა -ძალადობას!’’ თებერვალი 21 სადამრიგებლო საათი საუბარი თემაზე: რა ვიცით ჩვენი ტრადიციების შესახებ თებერვალი 22 სადამრიგებლო საათი ,,საქართველოს ოკუპაცია’’ მარტი 23 სადამრიგებლო საათი ,,სწრაფვა წარმატებისკენ’’ მარტი 24 სადამრიგებლო საათი „ უსიყვარულოდ“ მარტი 25 სადამრიგებლო საათი „ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია“ აპრილი 26 სადამრიგებლო საათი „9 აპრილი“ აპრილი 27 სადამრიგებლო საათი „ტოლერანტობა“ აპრილი 28 სადამრიგებლო საათი ა) წლის მოსალოდნელი შედეგები: ბ) წლის შედეგების გაცნობა; გ) მშობლებისათვის შედეგების გაცნობა. მაისი

Комментариев нет:

Отправить комментарий