სადამრიგებლო
სადამრიგებლოს მიზნები
კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
კლასის დამრიგებლის მოვალეობები
დამრიგებელს ევალება:
1. მოსწავლისა და მის მშობელის/კანონიერ წარმომადგენლისათვის (შემდგომში მშობელი) მათი უფლებების და მოვალეობებსი (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.) გაცნობა;
2. სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“ საჭიროებისამებრ (კვირაში მინიმუმ ერთხელ) ჩატარება;
3. მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
4. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
5. მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
6. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
7. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
8. ასევე ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება. კერძოდ,
ა) დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი).
ბ) თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი, აცნობოს სკოლის დირექციას და საკითხთან დაკავშირებით შეასრულოს მისი ვალდებულებები;
გ) დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშანები საშუალოზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე (ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
1. აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
2. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ- ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
4. თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
5. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა
დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათინიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
6. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება
დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალეა უნდა მისცეს მათ მიიღონ მონაწილეობა აქტიოვებების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგავრებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები.
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის
დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს:
საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან, თეატრებთან) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
დამრიგებელი ვალდებულია კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები, მოსწავლეებისათვის შეხვედრების მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთა და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან.
კლასის დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება - გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე,
4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
5. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა.
6. მეწარმეობის უნარის განვითარება - ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
დამრიგებელი ვალდებულია კლასის მოსწავლეებთან ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები; მოსწავლეებისათვის შეხვედრების მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან.
კლასის დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.
6
ჩემი კლასის მოსწავლეები
მოსწავლის გვარი და
სახელი
ალადოშვილი მარიამ
ამრაკიანი მარიამ
ახვლედიანი ლუკა
გაფრინდაშვილი მარიამ
გერსამია ოთო
გუგულაშვილი გვანცა
გურაბანიძე ნინო
გურჩიანი ნანო
გუჯეჯიანი ვაჟა
დიასამიძე დიანა
ერგემლიძე ლაშა
კენკებაშვილი მარიამ
მახარაძე მარიამ
მაზანიშვილი მარიამ
მინდორაშვილი რაული
მჭედლიძე გიორგი
ნუკრაძე ლუკა
სადღობელაშვილი გიორგი
ყაზარაშვილი ნათია
ყველაშვილი ლიკა
სესიტაშვილი შალვა
შეყილაძე თორნიკე
ხაჩიძე ნანა
სადამრიგებლო კალენდარული გეგმა2016-2017წ
## შესასრულებელი საკითხები შესრულების
დრო
შენიშვნა
კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
ჟურნალის და სასკოლოდოკუმენტაციის წარმოება სექტემბერი
წლიური სამუშაო გეგმის შედგენა სექტემბერი
მშობელთა კრებაორგანიზაციულ საკითხებზე სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ
საკითხებზე სემესტრის
დასაწყისში
მოსწავლეთა გამოცხადების დადაგვიანე-
ბის ყოველდღიური აღრიცხვა მთელი წლის
მანძილზე
ინდივიდუალურიშეხვედრები მშობლებთან მთელი წლის
მანძილზე
მინდა ვიყო ჯანმრთელიადამიანი, რას ნიშნავსჯანმრთელი ადამიანი? ოქტომბერი
საუბარი ცხოვრების ჯანსაღიწესის შესახებ ოქტომბერი
საუბარი : „როგორ ვიქცევით შინ, გარეთ და სკოლაში“ ნოემბერი
არასტანდარტულ სიტუაციაშიადეკვატური
მოქმედება, სიფრთხილისგამოჩენა უცნობ ადამიანებთან,მათ შორის, ვირტუალურ
მეგობრებთან. ნოემბერი
კლასის კრება: „როგორი შედეგები გვაქვს სემესტრის დასრულებამდე“ დეკემბერი
კლასის საათი: 1- დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დისკუსია ამ თემაზე. დეკემბერი
მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები I სემესტრის შედეგების გაცნობა. დეკემბერი
კლასის საათი:
1 სემესტრის შედეგების განხილვა იანვარი
საუბარი: „იყავით ის, რაც ხართ“ იანვარი
საუბარი : „ვალენტინობა“ თებერვალი
„ვიცხოვროთ მავნე ჩვევებისგარეშე“ თებერვალი
როგორ გესმით თანამშრომლობა. თანამშრომლობთ თუ არა თქვენს კლასელებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. თებერვალი
გართობის საშუალებები:კომპიუტერული
თამაშები, ინტერნეტი, მათიდადებითი და
უარყოფითი მხარეები. მარტი
კლასის საათი----„უსიყვარულოდ...“ მარტი
საუბარი : „ ლიდერობა“ როგორი ადამიანები ხდებიან ლიდერები. აპრილი
საუბარი საინტერესოპროფესიების შესახებ. „ჩემი მომავალი პროფესია“ აპრილი
ჩვენი უფლება-მოვალეობები მაისი
საუბარი : „როგორ ვემზადებით გამოცდებისათვის არის თუ არა სირთულეები; როგორი სახის ? მსჯელობა, ანალიზი თემის ირგვლივ. მაისი
საუბარი თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ მაისი
კლასის საათი: გამოცდების შედეგები შესახებ. ივნისი
ექსკურსია : ივნისი
მიმოხილვა- წლის შედეგებისგაცნობა ივნისი
მშობლებისათვის შედეგებისგაცნობა
ქცევის წესები
( XI კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული)
1) მოსწავლე დროულად უნდა გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილებზე;
2) მოსწავლე არ უნდა ატარებდეს ზედმეტ ნივთებს და „ტატუს“;
3) მოსწავლე უნდა იყოს თავაზიანი მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
4) დაიცვას სისუფთავე სკოლაში და კლასში;
5) გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარს და სახელმძღვანელოებს;
6) მოსწავლე არ უნდა იყენებდეს უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს;
7) არ შეიძლება თანაკლასელის ნივთების დაუკითხავად აღება;
8) არ შეიძლება ისე გავეხუმროთ თანაკლასელს, რომ მას მიაყენოთ ფიზიკური ზიანი, რომელიც მისი სიცოცხლის ხელყოფას გამოიწვევს:
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий